საყოველთაო ამნისტიის გამოცემის მოთხოვნით პატიმრების მშობლებმა და ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პარლენტში განცხადება შეიტანეს.
ამასთან, მათ პარლამენტთან აქციაც გამართეს და განაცხადეს, რომ პარლამენტი უახლოეს მომავალში აპირებს გამოაცხადოს ამნისტია, რისი მეშვეობითაც პენიტენციურ დაწესებულებებს დატოვებენ პოლიტიკური პატიმრები და 20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამართალდამცველები, თუმცა აღნიშნული აქტი არ ეხება სხვა კატეგორიის მსჯავრდებულებს.
მათივე განმარტებით, კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს და ხელისუფლებამ უნდა მიიღოს საყოველთაო ამნისტიის გამოცემის გადაწყვეტილება.
მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების განმარტებით, აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ამასთან, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის თქმით, ხელისუფლებამ ამ ადამინების ინტერესი უნდა გაიზიაროს, ამნისტია შეეხოს ყველას და არა, ერთეულებს.