05:21
20 თებერვალი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
საყავრესთან ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან სამი ვერტმფრენი ჩაერთო
23-08-2019

გორის რაიონის სოფელ საყავრესთან გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი ჩაერთო. სალიკვიდაციო სამუშაოებში გუშინ საღამოს ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი და დაღამებამდე მათ 6 გაფრენა განახორციელეს. ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყო 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანება 40 ჰა. ფართობზე შეინიშნებოდა, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 10 ჰექტარს არ აღემატება. საყავრესთან გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთნენ გორის და კასპის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებიც. ღამის განმავლობაში საყავრეში იმყოფებოდნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები, შიდა ქართლის გუბერნატორი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია.

AutoPlay
გლობალური დათბობა ანტარქტიკაში ყინულის მასიურ შეუქცევად დნობას იწვევს - აცხადებს ავსტრალიელი მკვლევარი
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ალბანეთის პრზიდენტმა ხალხს მთავრობის დამხობისკენ მოუწოდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ემანუელ მაკრონი: არც ერთ ქვეყანას არ მივცემ უფლებას, გამოკვებოს სეპარატიზმი, შენ ვერ გექნება თურქეთის კანონები საფრანგეთის მიწაზე
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
პრემიერ-მინისტრი პარიზის აეროპორტების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკურად გააქტიურების შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილი ციხეში შეაბრუნონ
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
წესიერად ვერც ამეცადინეს - ირმა ნადირაშვილი "ევროპული საქართველოს" ოფისთან გამართულ აქციას ეხმაურება
გამოქვეყნდა 7 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები