08:46
26 აგვისტო, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში შესაძლოა, წამლები გაიაფდეს
16-12-2015
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ფასების მოსალოდნელ შემცირებას კიდევ ერთხელ აანონსებს. უწყება ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიული მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაზე მუშაობს. წამლების გაიაფება ეკონომიური შეფუთვის პრეპარატების მწარმოებელი ახალი კომპანიების შემოსვლამ უნდა გამოიწვიოს.

ლარის კურსის გაუფასურების პირდაპირპროპორციულად გაძვირებულია როგორც პირველადი მოხმარების, ასევე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები. თუმცა მოსახლეობა დაბალი ინფორმირებულობის გამო ბაზარზე ამჟამად არსებულ ჯენერიკებს ნაკლებად იყენებს. ეკონომიური შეფუთვის პრეპარატების არაპოპულარობა მისდამი ნაკლები ნდობითაცაა გამოწვეული.

ეკონომიური შეფუთვის წამლები ბრენდულთან შედარებით დაახლოებით 20-30%-ით იაფი ღირს. სააფთიაქო ქსელების ნაწილი ჯენერიულ მედიკამენტებს უკვე სთავაზობს მომხმარებელს. ფარმაცევტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივა წამლებს გააიაფებს, თუმცა ბაზარზე კონკურენციის თანაბარი პირობები უნდა შენარჩუნდეს.

რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია ჯენერიკები - სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ სეგმენტის გაფართოებას ხარისხის კონტროლის ქმედითი მექანიზმის დანერგვა უნდა მოჰყვეს.

ჯანდაცვის მინისტრი 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის გაიაფებას ჯერ კიდევ მიმდინარე წლის შემოდგომისთვის პროგნოზირებდა. ახალი პროექტის განხორციელების თარიღი კი, რასაც წამლებზე ფასის კლება უნდა მოჰყვეს, ჯერჯერობით უცნობია.
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები