06:49
25 აპრილი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა ნოემბერში 18.3%-ით შემცირდა
16-12-2015
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 18.3%-ით შემცირდა. 2015 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ დაახლოებით 85 მლნ ამერიკული დოლარი, ანუ 204 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 19 მილიონი დოლარით ნაკლებია.

ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ნოემბერში რუსეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და თურქეთიდან შემოვიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.7 მლნ დოლარი გადაიგზავნა.

იხილეთ ვრცლად bpn.ge-ზე
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები