08:38
26 აგვისტო, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველოში საწვავი 20-25 თეთრით გაიაფდა - უახლესი ფასები ბენზინგასამართ სადგურებიდან
21-12-2015
მსოფლიოში ნავთობის ფასის მკვეთრი შემცირება უკვე აისახა საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზარზე. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი, საშუალოდ, 20-25 თეთრით გაიაფდა. ნავთობიმპორტიორ კომპანიებში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ფასები მსოფლიო ტენდენციის შესაბამისია. მათი თქმით, საწვავის ფასის კიდევ უფრო შემცირებას ლარის კურსის გაუფასურება უშლის ხელს.

ბენზინგასამართ სადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი ამ ეტაპზე 1.60-დან 1.85 ლარამდე მერყეობს. "მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების" ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოში საწვავი უფრო იაფი უნდა ღირდეს.

წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები