საქართველოში მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც "საპარტნიორო ფონდის" მიერ გასაფორმებელი შეთანხმებები განიხილეს. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, პირველად მოხდება "საპარტნიორო ფონდის" მიერ საერთაშორისო კონსორციუმში ინვესტირება.