IDFI-ს შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედიასაშუალებებია. კერძოდ, მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებგვერდი გამოირჩევა ანტი-დასავლური "მესიჯ-ბოქსით“ და ინფორმაციის გავრცელებისას, ძირითადად, რუსულ წყაროებს ეყრდნობა. კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საყრდენად პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი სახელდება, მათ შორის, "ევრაზიის ინსტიტუტი" და "ევრაზიული არჩევანი“. IDFI-ს შეფასებით, საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები ფართოდ არიან წარმოდგენილნი პოლიტიკურ სპექტრში და საქართველოს ეკლესიის კონსერვატიულ ფრთაში.