13:47
15 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
საქართველომ, სომხეთმა, ირანმა და რუსეთმა ენერგეტიკული კორიდორის, "ჩრდილოეთი-სამხრეთის" საგზაო რუკას მოაწერეს ხელი
15-04-2016
სომხეთის დედაქალაქ ერევანში საქართველოს, რუსეთის, ირანისა და სომხეთის ენერგეტიკის მინისტრებმა ენერგეტიკული კორიდორის, "ჩრდილოეთი-სამხრეთის" ე.წ. საგზაო რუკას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა არეგ გალსტიანმა განაცხადა.

"საგზაო რუკა განსაზღვრავს იმ ქმედებებსა და პროგრამებს, რომლებიც რეალიზებული უნდა იყოს 2019 წლის ბოლომდე, როდესაც ენერგეტიკული კორიდორი "ჩრდილოეთი-სამხრეთი" ფიზიკურად ჩაეშვება. "საგზაო რუკაში" ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი შეთანხმებები, სამუშაოს შესრულების გრაფიკი და თარიღი", - განაცხადა სომხეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

წაიკითხეთ ვრცლად bpn.ge-ზე
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები