ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობით მიმართა. უზენაეს სასამართლოში მსჯავრდებულების საქმის განხილვა 24 იანვრამდე სწორედ ამ მოტივით გადაიდო.
გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა დააყენა, რათა საპროცესო შეთანხმების შესახებ პროკურატურამ საკუთარი პოზიცია წარმოადგინოს. ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ არც უარყო და არც დაადასტურა, რომ ბარბაქაძემ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში ბრალი აღიაროს.
რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ბრალდების მხარე პოზიციას ბარბაქაძესთან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 24 იანვრის სხდომაზე წარმოადგენს. მეორე მსაჯვრდებულთან, გიორგი ჯანაშიასთან კი, საპროცესო შეთანხმება უკვე მიღწეულია.