პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი დღეს ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს, რის შემდეგაც სესიაზე კანონმდებლებმა მას კენჭი უნდა უყარონ. ვალერი გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება გასულ სასესიო კვირას შეუწყდა. ამის მიზეზი კოპალიანის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად არჩევაა.
ვალერი გელაშვილი უკვე იყო სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. 2012 წლიდან არის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი; 2012 წლიდან 2016 წლამდე იყო კოალიცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხაშურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტში.