ჭავჭავაძის 5 ნომერთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც იმყოფებოდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის საპროტესტო აქციის პათოსს იზიარებს. ჭავჭავაძის #5-თან, საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციაზე შეკრებილებმა ჭავჭავაძის გადაკეტვა მოისურვეს,რის საშუალებას მათ პოლიციამ არ მისცა. აქციის მონაწილეები შეიჭრნენ იმ შენობის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ 2 მუშა გარდაიცვალა. აქციაზე სამართალდამცველებმა 4 ადამიანი დააკავეს.