თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან. საპროტესო აქციის მონაწილეები 20-21 ივნისში თბილისში განვითარებულ მოვლენებს არპოტესტებენ. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, სცენა ძირითადად ადგილობრივ მოსახლეობას დაეთმობა, რომ მათ საკუთარი პრობლემები გააჟღერონ. აქციის დაწყებამდე აქტივისტებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ავტომობილებით მსვლელობაც მოაწყეს.