გარე მოვაჭრეები ჯვრის მონასტრის წინამძღვრის გადაგომას მოიხთოცენ, ამ მოთხოვნით ისინი საპატრიარქოსთან აქციას მართავენ. გარე მოვაჭრეების განცხადებით, ტაძრის წინამძღვარმა ტერიტორიიდან მათი გაყვანის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. მათივე თქმით, იღუმენმა არ გაითვალისწინა მერიის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო დახლები და მოვაჭრეებს საქმიანობა გაეგრძელებინათ.აქციის მონაწილეები მოითხოვენ სასულიერო პირი სხვა მონასტერში გადაიყვანონ. გარე მოვაჭრეები კვრის მონასტრის ტერიტორიიდან წასვლას არ აპირებენ და აქციებით იმუქრებიან.