საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ნანა ხუნჯუა აირჩიეს - Palitra News

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ნანა ხუნჯუა აირჩიეს

2019-01-16 19:55:28+04:00

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, პროკურორი ნანა ხუნჯუა 2 წლის ვადით აირჩიეს. საბჭოს სხდომაზე ორი კანდიდატურა დასახელდა – ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა, რომელმაც 12 ხმა მიიღო. საპროკურორო საბჭოს წევრთა განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანი იყო ორი გარემოება – თავმჯდომარე ყოფილიყო გამსვლელი პროკურორი, ამასთან წევრები ამ გადაწყვეტილებით მიესალმებიან პროკურატურის საქმიანობაში ქალთა როლის გაძლიერებას.15-წევრიანი საპროკურორო საბჭოს უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები შეადგენენ. გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო- საპროკურორო საბჭო შექმნილია პროკურატურის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მისი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების ხელშესაწყობად. ცნობისთვის საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის შერჩევასა და გათავისუფლებაში მონაწილეობს.