საქართველოს გენერალურ პროკურატურაში 16 იანვარს საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართება. შეხვედრაზე ფარული კენჭისყრით და სხდომაზე დამსწრეების ხმათა უმრავლესობით, საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარეს 2 წლის ვადით აირჩევენ.მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შედედად საქართველოს მთავარი პროკურატურა გენერალურ პროკურატურად გარდაიქმნა და პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი ამოქმედდა, საქართველოს იუსიტიციის მინისტრს საპროკურორო საბჭოს თავჯდომარის პოზიცია ახალი თავჯდომარის არჩევამდე შეუნარჩუნდა. რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, იგი კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეირჩეს. იუსტიციის მინისტრი კი საბჭოს წევრი აღარ იქნება.15 წევრიანი საპროკურორო საბჭოს უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები შეადგენენ. საბჭოს წევრები არიან ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.