ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან 38 უკვე გაიყიდა, საიდანაც 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა. კერძოდ, კამპანიის დაწყებიდან 7 კვირაში გაყიდული ქონების საერთო მოცულობამ 47 მილიონ 682 ათას 200 ლარი შეადგინა, საიდანაც 8 მილიონ ლარზე მეტი კერძო პირებმა გადაიხადეს.
ამასთან, ყველაზე ძვირად თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა და მიწის ნაკვეთი და მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა. აქედან, ყოფილი რეზიდენცია 7 მილიონ 510 ათას ლარად; ხოლო ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე ქონება - 10 მილიონ 5 ათას ლარად გაიყიდა.
შეგახსენებთ, რომ პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კერძო სექტორს 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებით ნოემბრის ბოლოს წარუდგინა.