საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. საინიციატივო ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატის დარეგისტრირება საღამოს 6 საათზე შეწყდა. ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. არჩევნებამდე 40 დღით ადრე ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ხელმოწერების წარდგენა შეწყდება.