ცენტრალური საარჩევნო კომისიის დებულებით, 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი განისაზღვრა. დებულების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 39 მილიონ 136 ათას 784 ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურებაზე 16 მილიონ 900 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. არჩევნებისათვის მოხელეთა მომზადება - გადამზადებისთვის მილიონ 2 ათას 300 ლარია გამოყოფილი, მათ შრომის ანაზღაურებაზე კი 169 ათას 500 ლარი დაიხარჯება.
ამასთან, როგორც დებულებაშია აღნიშნული, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი 2 მილიონ 242 ათას 850 ლარი იქნება, ხოლო საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებაზე 7 მილიონ 619 ათასი ლარია გათვალისწინებული. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წელს გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.