საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთი" ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს - Palitra News

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთი" ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

2018-11-26 14:12:05+04:00

"ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს" - ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო უწყება ავრცელებს. "27 ნოემბრის 20:00 საათიდან იგეგმება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილების ფუნქციონირების დროებითი შეჩერება. აღნიშნული პუნქტების ფუნქციონირება 29 ნოემბერს, დილის 06:00 საათზე განახლდება" - იუწყებიან დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.