საპენსიო სქემაში პირველი იანვრიდან დღემდე 923 ათას 258 ადამიანი გაწევრიანდა, საიდანაც 746, 829 კერძოზე, ხოლო საჯარო სექტორზე 215 ათას 676 მოდის.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სისტემაში 59 ათას 379 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული. ფონდის ღირებულება 409 მილიონ 507 ათას 840 ლარია. შენატანებზე დამატებით დარიცხული სარგებელი 11 მილიონ 163 ათას 782 ლარს შეადგენს.
უწყების ცნობითვე, ამ დროისთვის კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455 მილიონ 177 ათას 604 ლარს შეადგენს. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ფონდის მონაწილეთა რაოდენობა ბოლო თვეებში საშუალოდ დღეში 500-700 მონაწილით იზრდება, ხოლო გასულთა რიცხვი უმნიშვნელოა.