"საპენსიო სქემა 141 000-მა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 41 000 საჯარო მოხელეა", - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განუცხადა. როგორც სურგულაძე აცხადებს, საპენსიო სქემაში ახლად გაწევრიანებულების რიცხვი 800-ით მეტია გასულების რაოდენობაზე. შეგახსენებთ დაგროვებითი პენსიის სისტემა ძალაში მიმდინარე წლის იანვარში შევიდა. 40 წლამდე პირებისთვის ის სავალდებულოა და ისინი პროექტს ვერ დატოვებენ. 40 წელს გადაცილებულ პირებს კი სისტემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ მასზე უარის თქმის უფლება აქვთ.