"საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა და საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანის დაწესება ზღუდავს როგორც დასაქმებულის ისე დამსაქმებლის კონსტიტუციით გარანტირებულ, საკუთრების უფლებას. ადვოკატ, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, სარჩელი უკვე დარეგისტრირდა სასამართლოში, თუმცა რა ვადაში განიხილავს უწყება ამ დოკუმენტაციას, უცნობია.მიმდინარე თვიდან დამსაქმებლებმა ხელფასების გაცემისას საპენსიო სისტემაში გადასარიცხი თანხებიც უნდა გაითვალისწინონ. თუმცა , ამ დრომდე ბიზნესისთვის ჯერ კიდევ ბევრია პასუხგაუცემელი კითხვა და ბუნდოვანი საკითხი. როგორც დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე დამსაქმებლის რეგისრაციაც პრობლემაა. შალვა ცხაკაიას განცხადებით, რეფორმის განხორციელების პირველ ეტაპზე ძალიან ბევრი კომპანია საპენსიო სისტემაში თანხების სწორად გადარიცხვას ვერ შეძლებს. როგორც ცნობილია, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. მასში მონაწილეობა 40 წლამდე ასაკის ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულოა. ფონდში ყოველთვიურად დასაქმებულის დაუბეგრავი შემოსავლის 6% ირიცხება.