საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ მთავარი რისკის ოფიცრად ბაქარ მარუაშვილი წარადგინა. როგორც ცნობილია, ის ამ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. მანამდე, ბაქარ მარუაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ცნობისთვის, რისკის ოფიცერის ფუნქციაა უზრუნველყოს საპენსიო დანაზოგების ინვესტირების პროცესის დამოუკიდებელი კონტროლი, თითოეული ტრანზაქციის დონეზე.
საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცრის წადგენის შემდეგ ლევან სურგულაძემ განცხადება გააკეთა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტზეც. მისი თქმით საინვესტიციო პროცესი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყება.