საპენსიო სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, სისტემიდან ამ ეტაპზე 2 900 ადამიანი გავიდა. საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში გაწევრიანებულია 750 000 ადამიანზე მეტი. დაგროვებით საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან 100 დღე შესრულდა. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორს მოუსმინეს.