"საპენსიო სააგენტოს" დირექტორი ლევან სურგულაძემ თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას თავად სურგულაძე ადასტურებს. მან შესაბამისი განცხადებით სამეთვალყურეო საბჭოს უკვე მიმართა. ლევან სურგულაძე თანამდებობის დატოვების მიზეზად სხვა გეგმებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ამ გეგმების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს.
რაც შეეხება საპენსიო რეფორმას ლევან სურგულაძე რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის ილოცებს.