საპენსიო სააგენტო ყველა მომხმარებელს აფრთხილებს, რომ მხოლოდ pensions.ge-ით ისარგებლონ. სააგენტოს ცნობით, ბოლო პერიოდში ინტერნეტში საპენსიო სააგენტოს სახელით და ლოგოთი ყალბი ექაუნთი ვრცელდება, რომელიც მოქალაქეებს დანაზოგის შემოწმებას სთავაზობს. აპლიკაციაზე გადასვლის შემთხვევაში კი საბანკო ანგარიშის შეყვანას ითხოვს.
მათივე ცნობით, გვერდის იდენტიფიცირებისთანავე მიმართეს ძალოვან სტრუქტურებს, მომხმარებლებიც გააფრთხილეს, რომ ეს თაღლითური სქემაა. ამასთან, როგორც სააგენტოში განმარტავენ საპენსიო სააგენტოს გვერდიდან რეგისტაციისთვის ან პერსონალურ გვერდზე შესასვლელად ბარათისა და ანგარიშის ნომერი საჭირო არ არის.