ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიმდინარე წლის ეკონომიკური მაჩვენებლები შეაჯამა. ნინო ჯავახაძემ ეკონომიკური ზრდის, დასაქმების სექტორის და ტურიზმის სტატისტიკა მიმოიხილა. მისივე განცხადებით, კანონპროექტი საპენსიო რეფორმის შესახებ სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნდება. ნინო ჯავახიძის განმარტებით კერძო სექტორთან შეხვედრების ერთი რაუნდი უკვე დასრულებულია.