დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხოეთში დაგროვებული საპენსიო დანაზოგის ქვეყანაში შემოტანასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს. ასოციაციის პრეზიდენტის ზაალ სარაჯიშვილის განცხადებით, საპენსიო რეფორმის პროექტში ემიგრანტების საკითხი გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, არსებული რედაქციით, საზღვარგარეთ ლეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ უცხოეთში დაგროვებული საპენსიო დანაზოგის საქართველოში შემოტანას.