საპატრულო პოლიციის უფროსმა, თემურ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პალიტრანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.მათივე განმარტებით, კუპატაძემ საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გადაინაცვლა.რაც შეეხება იმას, ვინ დაიკავებს საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას, შსს-ს ინმფორმაციით, "მალე გახდება ცნობილი".კუპატაძე საპატრულო პოლიციის უფროსად 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა.