რამდენიც დასჭირდება იმას, რომ პარლამენტმა ფუნქციონირება განაგრძოს მშვიდ ვითარებაში, იმდენი ხანი იქნება ადგილზე მობილიზებული პოლიცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პირები, რომლებიც აპირებდნენ პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებას, პოლიციამ განარიდა. შეგახსენებთ დილიდან ოპოზიციის საპროტესტო აქციების გამო პარლამენტის შესასვლელებთან რკინის კონსტრუქციებია აღმართული და პოლიციაა მობილიზებული.