საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელობასა და აქციის მონაწილეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, - ამის შესახებ “თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.აქციის ორგანიზატორებმა შსს-ს გზის სრულად დაკავების მოთხოვნით მიმართეს.წიქარიშვილის თქმით, საპატრულო პოლიციის უფროსი არ იზიარებს მათ მოსაზრებას, რომ ხალხის საკმარისი რაოდენობა არის გზის სავალი ნაწილის სრულად დასაკავებლად.სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ნაწილი დაუთმეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებით - თავისუფლების მოედნიდან რუსთველის მეტროსკენ ხდება.