დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჩავიდა. ანდრია ჯაღმაიძე რამდენიმე სასულიერო პირთან ერთად ადგილზე გაეცნო დავით გარეჯში არსებულ ვითარებას. მას სასულიერო პირებმა ისტორიული რუკები და საზღვრებიც გააცნეს. მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრირქო ვერაფრით შეეგუება საქართველოს ინტერესებისა და ეკლესიების უგულებელყოფას. გიდ ზვიად ანანიაშვილის განცხადებით, დავით გარეჯში აზერბაიჯანული მხარე სადავო ტერიტორიაზე გზის გაყვანის პროცედურას აგრძელებს. მისი განცხადებით, ამ დროისთვის დაახლოებით 4 კილომეტრამდე გზა აქვთ გაყვანილი.