საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციას, რომელსაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები მართავენ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია შეუერთდნენ. აქცია საპატრიარქოს შენობის წინ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. დეკანოზის ოჯახის წევრებს გაშლილი აქვთ კარავი და მათი მთავარი მოთხოვნაა, გიორგი მამალაძის ზიარება. ამასთან აქციაზე ახალი მოთხოვნაც გაჟღერდა და ისინი დეკანოზ მამალაძის ციხიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც ითხოვენ.