საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. მეუფეებმა შეკრება დაახლოებით 10 საათიდან დაიწყეს, თუმცა მედიასთან კომენატრი არ გაუკეთებიათ. მცირე განცხადებებით შემოიფარგლა წმინდა სინოდის რამდენიმე წევრი, მათ შორის მეუფე პეტრე. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდზე, საპატრიარქოს არ გაუვრცელებია.
რაც შეეხება მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს, ამის შესახებ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდი არის ეკლესიის უმაღლესი სათათბირო ორგანო და ის მიიღებს გადაწყვეტილებას, ეკლესიის წიაღში დაიწყება თუ არა მეუფე იაკობთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
შეგახსენებთ, წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა მას შემდეგ დაინიშნა რაც მეუფე იაკობმა საჯაროდ ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან პატრიარქის გადაყენების გეგმაზე.