"მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ნარკომანიაც, ალკოჰოლიზმიც და თამბაქოს მოწევაც ითვლება ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად, მკვლელობის ცოდვაში გადის და ითვლება სირცხვილად" - ამის შესახებ პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სამუშაო სხდომაზე საპატრიარქოს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ ვარაზმა განაცხადა.სამუშაო სხდომაზე "თამბაქოს კონტროლის" შესახებ კანონს განიხილავენ და მეორე მოსმენით განსახილველად ამზადებენ.