საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკენოზი ანრდია ჯაღმაიძე ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ბერზე კომენტარს აკეთებს. დეკანოზის ინფორმაციით, დაკავებული ბერი ათონის მთაზე ცხოვრობდა, ქართულ ეკლესიაში კი არასდროს უმსახურია. როგორც მან აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ ბერი ქართულ საეკლესიო ცხოვრებაში არ მონაწილეობდა, საპატრიარქოს დაკავებულზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
დეკანოზი ამბობს, რომ დაკავებულ პირზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს, თუმცა გადმოცემით მათთვის ცნობილია, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.