საპატრიარქოს იურისტის, განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვის თაობაზე საპატრიარქოს არც ერთ წარმომადგენელს პროკურატურისგან უწყება არ მიუღია. მისივე თქმით, შესაბამისად, საქმის მასალებს ისინი არ გაცნობიან. ამასთან, მზად არიან, გამოძიების ნებისმიერ შეკითხვას უპასუხონ.