საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა იმ ადამიანების ლუსტრაციას იწყებს, რომლებიც ე.წ. "ციანიდის საქმის" მხარდამჭერია და ეკლესიაში პატრიარქის მმართველობის გაუქმება სურთ. როგორც ქარჩავამ განაცხადა, "ანტიპატრიარქისტებს" შორის როგორც საერო, ისე სასულიერო პირები არიან. საპატრიარქოს იურისტი მათი ვინაობის წინასწარ დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ იმ პირებს შორის, ვის ლუსტრაციასაც გეგმავს, ე.წ. "ციანიდის საქმის" მხარდამჭერები არიან.