საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, პანდემიის გამო, 7 იანვარს „ალილო" სახეცვლილად ჩატარდება. დღეს არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. მანქანების მსვლელობა 14:00 საათზე, რუსთაველის გამზირიდან დაიწყება.
წლებია, 7 იანვარს, თბილისსა და მთელ საქართველოში ტრადიციული საზეიმო მსვლელობა - „ალილო“ ეწყობა. მსვლელობის დროს გროვდება შემოწირულობა, რომელიც დახარისხების შემდეგ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რიგდება.
„ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები..."-აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.