დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში დახმარებას კომპანიებს სთხოვს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ტაძრებში დეზინფექციის ჩატარების თხოვნით მათ საპატრიარქომ მიმართა, რის შესაბამისადაც დავალება უკვე მისცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტს, თუმცა აღნიშნულში მათ კერძო კომპანიების დახმარების იმედიც აქვთ.
როგორც გამყრელიძე აღნშნავს, კარგია, რომ სოლიდარობა გაჩნდა ქვეყანაში და ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოთქვა უვკე დახმარების სურვილი.