საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ კათოლიკოს პატრიარქსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის გამართული საუბარი მიხეილ სააკაშვილის საკითხს არ ეხებოდა. ამასთან, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საპატრიარქო მოხარულია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მისი საავადმყოფოში გადაყვანა მოხდა. საქართველოს საპატრიარქო შესაბამის განცხადებას, სოციალურ გვერდზე ავრცელებს.