ეპისკოპოს მელქისედეკის დასჯისა და ხელდასხმის უფლების შეჩერების შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოში არ ადასტურებენ. რაც შეეხება მღვდელმთავრების შეკრებას, საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრაზე შეთანხმება ხელდასხმის კანდიდატების მიერ კომისიის გავლის საკითხებს ეხებოდა. „საპატრიარქოს სამღვდელო კომისიას გაივლიან მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირად ხელდასხმის კანდიდატები.“ - წერია განცხადებაში.