საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის წერილს აქვეყნებს. პატრიარქი პრემიერს სწერს, რომ ორმხრივად აღიარებული რუკებით უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული. პატრიარქი აქედან გამომდინარე სრულიად გაუგებარს უწოდებს აზერბაიჯანული მხარის იმ ქმედებებს, რომლითაც უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოართვეს საქართველოს და იქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა.