საპატრიარქო - გარკვეული ძალები ძალიან ცდილობენ ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერად წარმოაჩინონ - Palitra News

საპატრიარქო - გარკვეული ძალები ძალიან ცდილობენ ეკლესია პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერად წარმოაჩინონ

2018-11-03 18:36:54+04:00

"გარკვეული ძალები ძალიან ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართონ ეკლესია და ამა თუ იმ პარტიის მხარდამჭერად წარმოაჩინონ", – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. აღნიშნული განცხადებით საპატრიარქო სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ წერილი კათოლიკოს-პატრიარქს არ ეკუთვნის.