"საპარტნიორო ფონდსა" და ჩინეთის უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება. მემორანდუმის მიხედვით, მხარეები საერთაშორისო სტრატეგიის განვითარებაზე შეთანხმდნენ, რომელიც სამოქალაქო ავიაციისა და ტურისტული ინდუსტრიის სფეროებში ინვესტიციების მოზიდვასა და ბაზრის წახალისებას გულისხმობს.