"საპარტნიორო ფონდსა" და ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ომპანია სიეფსის შორის ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ქართულ-ჩინური „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“, კერძოდ „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ შეიქმნა, რომელიც ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში ახალ საინვესტიციო პლატფორმას და მყარ ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩენს. ახლად შექმნილი ფონდი ფულს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ინდუსტრიის, ტურიზმის და სხვა სფეროებში დააბანდებს. ფონდის საწესდებო კაპიტალი 50 მილიონი დოლარია.
ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პეკინში გამართულ „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის მსვლელობისას შედგა.