საპარლამენტო უმცირესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე პარლამენტს სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს.ინიცირებისთვის მზად არის დადგენილების პროექტი, რომლის არსი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატთა წარმოდგენილი სიის უკან გაწვევა და ხელახალ ნომინირებამდე, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის გამჭვირვალე, დეტალური პროცედურის წარმართვაა."საქართველოს პარლამენტი: - მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარმოდგენილი სია მისივე გადაწყვეტილებით უკან გაიწვიოს და ხელახალ ნომინირებამდე შეიმუშაოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის გამჭვირვალე, დეტალური პროცედურა" - ნათქვამია "ევროპული საქართველოს" მიერ შემუშავებულ დადგენილების პროექტში.