საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად დეპუტატიც ადასტურებს.
შოთა შალელაშვილმა შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში განაცხადეს, რომ შალელაშვილი პარლამენტის დატოვების მიზეზად ბიზნესსაქმიანობაში დაბრუნებას ასახელებს.
შოთა შალელაშვილი პარლამენტში "ქართული ოცნების" პროპორციული სიით არის არჩეული და მანდატის დატოვების შემდეგ, მას "ქართული ოცნებიდან" სიით მომდევნო კანდიდატი ჩაანაცვლებს.