საპარლამენტო უმრავლესობის დაანონსებული სხდომა დღეს აღარ გაიმართება. "ქართული ოცნების" ერთმანეთთან დაპირისპირებული წევრები მოლაპარაკების მაგიდას სავარაუდოდ შაბათს, პრემიერ-მინისტრთან ერთად მიუსხდებიან.
კვლავ უცნობია, დაესწრება თუ არა ამ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი. უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ყოფილ პრემიერთან კონსულტაცია არ ჰქონიათ. შეხვედრის გადადების ერთ-ერთი ინიციატორი იყო ბიძინა გეგიძე. მისი თქმით, უმრავლესობის წევრთა ნაწილი თვლის, რომ შეხვედრა კარგად დაგეგმილი უნდა იყოს, რადგან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.