საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 24 იანვარს გაიმართება - მას პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.შეხვედრაზე განხილული იქნება საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული თემები. იმსჯელებენ ასევე პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური მოხსენებების მოსმენასთან დაკავშირებით, რაც პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელოვანი საკითხებია. მსჯელობა გაიმართება ბიუჯეტის შესრულებისა და კომიტეტების ანგარიშებთან დაკავშირებითაც. სხდომაზე უმრავლესობის ყველა წევრია მიწვეული.